"ევექსის" კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები სამედიცინო კორპორაციის მედპერსონალის კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაედო ინფექცია შუახნის ქალს. ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
"კვლევის დროს, ჩვენს თანამშრომელს გამოუვლინდა COVID-19. დაავადებათა კონტროლის თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებულია კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. კვლევის შედეგად, მათ არ უვლინდებათ დაავადება, თუმცა ორი კვირის განმავლობაში ისინი გააგრძელებენ საკარანტინო სივრცეში ყოფნას. პაციენტების ჯგუფიც იდენტიფიცირებულია, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ამაზეც ველოდებით პასუხს," - ამბობს კლინიკის თანამშრომელი.