17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
დავით ბაქრაძემ ლანჩხუთში მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ლანჩხუთში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა.

ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

პარტიის თავმჯდომარემ "ევროპული საქართველოს" კონკრეტული გეგმა გააცნო.

"ადამიანებს არ არ აქვთ სამსახური, ახალგაზრდებს არ აქვთ პერსპექტივა. ყველა თბილისში ან უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს. თუმცა ამ ულამაზეს კუთხეში ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

"მე მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა ლანჩხუთში, გურიაში არჩევნებზე, ვისაც უნდა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები