ქობულეთში დღეს, ლაბორატორიიდან 140 ნიმუშის პასუხს ელოდებიან. ინფიცირებულ ახალგაზრდა გოგოსთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობა შავი ზღვისპირეთის კურორტზე ნელ-ნელა მატულობს.
კარანტინსა და თვითიზოლაციაში ამჟამად 250-ზე მეტი პირია მოთავსებული. ამ ეტაპზე ქობულეთის ე.წ კლასტერიდან ვირუსი დადასტურებული 6 ადამიანს აქვს.