ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ზაზა დამენიას ქუჩის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებს, რომელიც მათ უკვე დიდი ხანია აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, ეროვნული გმირის სახელობის ქუჩაზე არ არის გზა, სანიაღვრე არხები და კანალიზაცია. პრობლემაა ქუჩის ნუმერაციაც.
მოსახლეობის ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავს ყოველ წელს ამკობს ყვავილებით, მაგრამ მისი სახელობის ქუჩაზე, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, არანაირი სამუშაო არ ჩაუტარებია.
"ყოველ წელს გვპირდებიან, მაგრამ ჯერ არაფერი შეუსრულებიათ. ბავშვები ზაფხულში გზის მტვერს ყლაპავენ, საშინელი გზა გვაქვს. წვიმის დროს კი გავლა შეუძლებელია, იმხელა წყალი დგება ქუჩაში. განცხადებაც დავწერეთ ოზურგეთის მერიაში, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს." - აცხადებენ დამენიას ქუჩის მცხოვრებლები.