გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამასთან თამაზ ხომასურიძესთან ერთად შიმშილობის დაწყებას მისი მამა და ბებიაც აპირებენ.
ზ.ხ.-ს ბებია ლიანა ხომასურიძე ამბობს, რომ მისი შვილიშვილის უდანაშაულობის სჯერა და გამოძიებამ დამნაშავე უნდა იპოვოს.
"ვთხოვ გამოძიებას, დროზე იპოვოს დამნაშავე და დასაჯოს. თუ ჩემი შვილიშვილი იქნება დამნაშავე, დასაჯოს როგორც კანონია და წესია, აი ამას ვთხოვ გამომძიებელს. მე აქედან არ წავალ, ვიდრე არ გამოიძიებენ. ვიცი, რომ ტყუილად არის, ჩემი შვილიშვილის მჯერა, თუ კი არის მკვლელი, მე მკვლელი შვილიშვილი არ მინდა," - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ბებიამ ლიანა ხომასურიძემ.
თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სუიციდს მიმართავს. არასრულწლოვანი ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას ითხოვს, ასევე მოთხოვნაა რომ ასეთივე შემოწმება "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა და მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემაც გაიარონ.
ბრალდებული ზ.ხ.-ს ოჯახის განმარტებით, პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ იზიარებს.