26 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
თავდასხმა სავალუტო ჯიხურზე და ქვით ნაცემი დაზარალებული - ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ლანჩხუთის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შვილი დააკავეს

19 წლის ვახტანგ ტაბიძემ, რომელმაც ბათუმის ცენტრში ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის მფლობელს სცემა,​ ობიექტს რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა. ხელსაყრელ დროს კი ადგილზე მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხა და დაზიანებები სახეზე ქვით მიაყენა. მცდელობის მიუხედავად ვახტანგ ტაბიძემ თანხის წაღება ვერ მოახერხა. ბრალდებული მალევე დააკავეს.

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ტაბიძე ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია. ბესიკ ტაბიძე პარალელურად, ლანჩხუთში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტსაც იკავებს. ის "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დღეს არცერთ სამუშაო ადგილზე დახვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებულის მამა დღეიდან შვებულებაშია.  

უცნობია დაკავებულის პოზიცია, ის ბათუმში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ვახტანგ ტაბიძის მშობლების თხოვნით კი, ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები