24 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
ლენტეხის ოთხი სოფელი გარესამყაროს მოწყდა - ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა. სტიქიის შედეგად წაღებულია გზა და ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.  

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში საშიშროება არსებობს. ლენტეხში სტიქია რამდენიმე კვირის წინაც იყო.

დღის ამბები