19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საფეხბურთო მოედნის მოსაწყობად ორგანიზაცია "ქართლი" მთავრობას მხარდაჭერას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლი", რომელმაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საფეხბურთო მოედნის მოსაწყობად უკვე შეძლო უცხოური ინვესტიციის სახით 600 ათას ლარზე მეტის მოძიება, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას ითხოვს.

ორგანიზაცია მუშაობს ბავშვების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ახდენს დიპლომატიური, კერძო და სამთავრობო სექტორის კოორდინაციას. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლის" დირექტორი გიორგი სამხარაძე აცხადებს ინვესტორები მზად არიან ერგნეთში, ცხინვალის მოსაზღვრედ უკვე განახორციელონ დაგეგმილი პროექტები, თუმცა ამისთვის საჭიროა იმ შავი, წინასწარმოწყობითი სამუშაოების დასრულება, რომელიც ინფრასტრუქტურის და შერიგების სამინისტროს პრეროგატივაა.

ამ დროისთვის საფეხბურთო მოედანზე რომლიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან კარგად ჩანს, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვები ინტენსიურად ვარჯიშობენ მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი სრულიად მოუწყობელია.

დღის ამბები