17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
პროკურატურამ თავი გაყიდა, აჩვენა პოლიტიკური მიკერძოება - "ლელო" მამუკა ხაზარაძის წერილზე გამოქვეყნებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს

"ლელო საქართველოსთვის" პროკურატურის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძის მიმართ გაგზავნილ ე.წ. მუქარის წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

მოძრაობა საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექპერტიზის შედეგების გასაჯაროება არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოხდა.

"ლელო" კვლავ მოითხოვს დადგინდეს ვისი ანაბეჭდები იყო წერილზე და არა იმას, თუ ვისი არ იყო.

"მიდგომა ამ გამოძიების მიმართ ძალიან ნათლად ადასტურებს იმას, რაც უკვე არა ერთ საქმეში ჩანს, რომ პროკურატურა არ არის კანონის შემსრულებელი, არამედ ის ემსახურება პარტიულ ინტერესებს. ეს არის გიორგი გახარიას გათეთრების ძალიან უსუსური მცდელობა და ამ უსუსურ მცდელობაში სამწუხაროდ პროკურატურამ თავი კიდევ ერთხელ გაყიდა იმით, რომ აშკარად აჩვენა პოლიტიკური მიკერძოება. გამოძიების ინტერესის საგანი პირველ რიგში უნდა ყოფილიყო ვისი ანაბეჭდებია ამ წერილზე და არა ის ვისი არ არის," - განაცხადა პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გახარიას გათეთრება-გასუფთავებას ემსახურება.

"პროკურატურას დასჭირდა დაახლოებით 10 თვიანი ფიქრი იმისთვის თუ რა პასუხი გაეცა წერილზე, რომელიც 2019 წლის 21 ოქტომბერს არის შეტანილი პროკურატურაში და რომელზედაც დადასტურებულად არის ორ ათეულამდე ანაბეჭდი. მათ გვითხრეს და დიდი სიხარულით გვამცნეს, რომ ამ ანაბეჭდებს შორის არ არის გახარია ანაბეჭდები. რა თქმა უნდა ეს ემსახურება გახარიას გასუფთავების, გათეთრების მცდელობას წინასაარჩევნო პერიოდში," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

დღის ამბები