17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებელ გათავისუფლებაზე თეა ახვლედიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ესაუბრა

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელ გათავისუფლებაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარება.

"შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამყოფი ხაზების გასწვრივ, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, როგორიცაა ბორდერიზაცია და ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ გატაცების ფაქტები. ამ კონტექსტში ევროპელ კოლეგას ვთხოვეთ, რომ მათ გამოიყენენო ყველა ბერკეტი, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჩვენი მოქალაქეები,"- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. 

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის ფონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო განვითარებებზე, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის ფაქტებზე. 

დღის ამბები