გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. ერთი ქობულეთში გუშინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, მეორე ინფიცირებული კი, კარანტინში იმყოფებოდა.
ორივე პაციენტი გადაყვანილია ბათუმის COVID ცენტრში. აჭარაში გუშინ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამ დროისთვის კი კლინიკაში მკურნალობას 26 პაციენტი გადის.