19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მანქანების კილომეტრიანი რიგები ბათუმის შესასვლელში - ძლიერმა წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა

რამდენიმე საათია, ბათუმის შესასვლელში მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას, მიზეზი დატბორილი ქუჩებია.

წყალმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმი "ვენეციას ემსგავსება". მათივე თქმით, დახმარებისთვის ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ - სანიაღვრე არხების მოწესრიგება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ბათუმში მსგავსი ნალექი ბოლო წლების მანძილზე არ ყოფილა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები.

 

დღის ამბები