23 დეკემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ხევსურეთში ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა გახდა, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა

ხევსურეთში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები - მიკროავტობუსით, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრები კომპანია "თრეველერ.ჯი-ს" გადაჰყავდა. 

"კურიერთან" საუბრისას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბარისახოში მზექალა არაბული ამბობს, რომ ავარიის მიზეზი გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა გახდა, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და გადაიჩეხა.

"მანქანას არის დაჯახებული და გადავარდა ხევში. მეორე მანქანა არ გადავარდნილა. მარშუტკა გადავარდა. 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, როგორც ამბობს სამაშველო," - განაცხადა არაბულმა.

შემთხვევის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მძიმედ დაშავდა სამი. 

მიკროავტობუსში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

მაშველები მგზავრთა იდენტიფიცირებას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე მიდიოდნენ. მათი ტრანსპორტირება "თრეველ.ჯი"-მ უზრუნველყო. "კურიერი" აღნიშნულ ტურისტულ კომპანიას დაუკავშირდა, ისინი დეტალურ ინფორმაციას ახლა არკვევენ. 

დღის ამბები