06 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
ახალ ზელანდიაში ტერორისტულ აქტში ბრალდებულის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს

ახალ ზელანდიაში, კრაისტჩარჩში 2019 წლის 15 მარტს მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებელი ავსტრალიელის, ბრენტონ ტარანტის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს.

მან გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სურდა სამი მეჩეთის დაწვა, რათა თავდასხმას რაც შეიძლება ბევრი მსხვერპლი ჰყოლოდა.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში 2019 წლის 15 მარტს მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისას 51 ადამიანია მოკლული. სროლებისას 40 ადამიანი დაშავდა.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ინტერნეტით მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსლიმებისა და უმცირესობების წინააღმდეგ სიძულვილია გამოხატული და მანვე თავდასხმა "ფეისბუქის" პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართო.

დღის ამბები