23 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში კორონავირუსით 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაავადების მე-14 დღეს მიმართა, მანამდე ის სიცხის დამწევი საშუალებებით სახლში თავად მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით იმის გამო, რომ ეს სოფელ ლაბრაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის მე-5 შემთხვევაა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ამ სოფელში 14 დღით საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს.
ამ ეტაპზე, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები250 აღწევს. გარდაცვლილია 4.