07 სექტემბერი 2026,   19:50
ვრცლად
შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დღეს უნდა შეუფარდოს

მამაკაცს, რომელსაც შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებენ, ქუთაისის სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროკურატურამ ფაქტზე ბრალი გუშინ დღის ბოლოს წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცი შვილზე სისტემატურად ძალადობდა. ბავშვი 23 აგვისტოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამართალდამცველებმა მამა იმავე დღეს დააკავეს.

დაღუპული ბავშვის ბებია არც იმას გამორიცხავს, რომ მოზარდი მამას ცემის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი მშობელმა სუიციდის სცენა გაათამაშა.

დღის ამბები