ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები ე.წ სვანეთის კლასტერს წარმოადგენენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათ კვლევები უტარდებათ. კლინიკაში ამ დროისთვის 21 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.