გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან 1 სატვირთოს მძღოლია, 1 კი კაფე ჰავანასთან კონტაქტირებული ახალგაზრდა მამაკაცი.
კოვიდინფიცირებული მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და ის თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ჯამში ე.წ ქობულეთის კლასტერიდან სულ 11 პირია ბათუმის კოვიდცენტრში მოთავსებული. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 პაციენტი საკუთარი სურვილით მცხეთისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი რჩება, ამათგან 7 პირს პნევმონია აღენიშნება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია.