25 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და ამბობს, რომ დედა შვილის დაკრძალვისთვის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

მისი თქმით, ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ და ხელისუფლებას და საელჩოს დახმარებას სთხოვენ.

"ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო... ვითხოვთ დახმარებას, იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ," - განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა მამისთვის პატიმრობის შეფარდებაზე და განაცხადა, რომ არ ჯერათ, რომ მამა ბავშვს სცემდა და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

თინათინ აბჟანდაძემ დაადასტურა, რომ ბავშვი პატრულის ნომერს ითხოვდა, თუმცა ის არა მამის წინააღმდეგ, არამედ "უსაფრთხოებისთვის უნდოდა".

დღის ამბები