19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
წლების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებზე მოძალადე მამა და დაუცველი 11 წლის მოზარდი - ფრიდონ აბჟანდაძე დანაშაულს არ აღიარებს

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ ეთანხმება. 11 წლის მოზარდის დაღუპვიდან მესამე დღეს მამამ პირველი კომენტარი სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა, რომ ის, შვილის დაღუპვის საქმეში "ცამდე მართალია".

სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დღეს ფრიდონ აბჟანდაძის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი - მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ყვება, რომ მამა ოჯახის წევრებზე ხშირად ძალადობდა.

მეორე ქალიშვილი კი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მამის ძალადობაზე არ საუბრობს. ფაქტი ერთია -აბჟანდაძეების ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობას ადგილი სისტემატურად ჰქონდა, თუმცა არავინ და ვერავინ შეძლო მისი აღკვეთა.

 

დღის ამბები