07 სექტემბერი 2026,   19:12
ვრცლად
რამ გამოიწვია შატილის ტრაგედია - თუ პაციენტები მალე კონტაქტური გახდებიან, გამოძიებას მიზეზის დადგენის მეტი შანსი ექნება

ჩვენება, რომ მიკროავტობუსის მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო, ჩქარობდა და სავარაუდოდ, მას მუხრუჭებმა უმტყუნა საგურამოს პოლიციაში "თრეველერ.ჯის" სხვა მძღოლმა მიაწოდა, რომელიც კოლეგას ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე გაესაუბრა.

განყოფილებაში 7 საათის განმავლობაში გუშინ იმყოფებოდა კომპანიის ხელმძღვანელიც. პარალელურად, გამოკითხვის პროცესი მიმდიანრეობდა დუშეთის პოლიციაში.

სამართალდამცველების კითხვებს დღის ბოლოს სოფელ ბისოს მცხოვრებლებმა უპასუხეს - მათ, ვინც საბედისწერო გზაზე მიმავალი მიკროავტობუსი ბოლოს ნახა.

რაც შეეხება დაშავებულ მგზავრებს, მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, თუმცა ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები მალე კონტაქტური გახდებიან, გამოძიებას ავარიის რეალური მიზეზის დადგენის უფრო მეტი შანსი ექნება.

დღის ამბები