04 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო აქციაზე 20 აქტივისტი დააკავეს

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 20 აქტივისტი დააკავეს. მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები სამართალდამცველებმა დაშალეს.

აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ლუკაშენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აქციები უცხოეთიდან ფინანსდება.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.

დღის ამბები