23 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
11 წლის გარდაცვლილი ბავშვის ბებიას თვითმკვლელობის არ სჯერა და ისევ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის დედა საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვა. ბავშვის ბებიის ინფორმაციით, მისი შვილი ქვეყანაში ხვალ უნდა დაბრუნდეს და ბავშვს სამშაბათს დაკრძალავენ.

როზა ბოგვერაძე კვლავ აცხადებს, რომ თვითმკვლელობის არ სჯერა. მისი თქმით, ბავშვი დას 200-ლარიანი დახმარების განაცხადის შევსებას თხოვდა და თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავისთვის უთხოვია, რაც მომხდარში საეჭვო გარემოებაა.

ბებია პოლიციაში გამოკითხვაზე სამჯერ ყავდათ.  ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

დღის ამბები