რატომ ვერ ხერხდება ბავშვებზე ძალადობის პრევენცია - მესამე სექტორმა განგაშის ზარს შემოჰკრა. არასამთავრობოები სახელმწიფოს მოუწოდეს უმოკლეს ვადაში შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ბავშვებს ოჯახში და მის გარეთ ძალადობისგან დაიცავს და აარიდებს ისეთ ტრაგედიებს, რომელიც თერჯოლაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
11 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტის შემდეგ, მესამე სექტორი მთავრობას იმ პირობას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ეფექტური რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, პარლამენტისთვის, ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ უნდა წარედგინათ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებზე ძალადობის პრევენციისთვის ყველა რგოლის კომპლექსური ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა სტრატეგიის და სისტემის ჩამოყალიბებაზე მთავარ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ.