6 თვიანი პაუზის შემდეგ კინოთეატრები მუშაობას რეგულაციების ფარგლებში აღადგენენ. დარბაზში დასხდომა ერთი სკამის გამოტოვებით იქნება შესაძლებელი. ანალოგიური წესი ვრცელდება თეატრებზეც,
საკოორდინაციო საბჭო კინოთეატრებისა და თეატრებისთვის, საბოლოო რეგულაციებზე მუშაობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ წარმოდგენებზე და კინოჩვენებებზე დასწრების მსურველებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიკეთონ პირბადე და გაიარონ თერმოსკრინინგი.
კინოთეატრებში ვიზიტი, მაყურებლებს 15 სექტემბრიდან შეეძლებათ, თეატრი კი სპექტაკლზე დასწრების მსურველებს კარს, 1 ოქტომბრიდან გაუხსნის.
ავტორი: ნინო ფუტკარაძე