აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამჯერად ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში იმყოფებოდნენ.
სამხედრო მოსამსახურეებმა რეგიონების მცხოვრებლებს პროგრამის პირობები დეტალურად გააცნეს. რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაევლოთ. უახლოეს მომავალში შეხვედრა მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში გაიმართება.