05 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
ილონ მასკმა ტვინში იმპლანტირებული ჩიპების მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა

"ტესლასა" და "სფეის იქსის" დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ტვინში იმპლანტირებული ჩიპების მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა. საუბარია მასკის კუთვნილი კომპანია "ნეურალინკის" მიერ შექმნილ ჩიპზე, რომლის ღორის ტვინში იმპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც მასკი ამტკიცებს, ეს ჩიპები მეცნიერებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ ტვინის აქტივობას, ხოლო მომავალში დაეხმარება ექიმებს ისეთი დაავადებების დაძლევაში, როგორიცაა ეპილეფსია, დამბლა და სხვა ავადმყოფობები, რომელთაც თავის და ზურგის დაზიანება იწვევს.

დღის ამბები