"ლელო საქართველოსთვის" წევრმა ირაკლი კუპრაძემ გონიოში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერი ჩამოხია. "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ "პატრიოტთა ალიანსის" ბანერის ჩამოხევის ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პატრიოტთა ალიანსის" მიერ, გონიოში გაკრულ ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიის მსგავსად, წითელად იყო მონიშნული.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილიმა გონიოში აღნიშნული ბანერის განთავსებას, რომელმაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა, აჭარის რეგიონისადმი მისი თვალით აღქმული თურქეთის პოლიტიკით გაამართლა, მისი თქმით, პარტია ამ ფორმით აჭარაში თურქული მხარის მიერ შესაძლო ექსპანსიაზე მიანიშნებენ.