06 სექტემბერი 2026,   05:41
ვრცლად
ქალს, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" საწყობში მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ქალს, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" საწყობში მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

მეზობლების ცნობით, მასთან ერთად ბინაში, დაახლოებით, 3-4 ადამიანი ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრების იზოლაციაში გადაყვანის მიზნით, სახლთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა, ინფიცირებულის ერთ-ერთი ნათესავი ქალი წაყოლაზე უარს აცხადებდა. მოგვიანებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი სამივე პირი იზოლაციაში გადაიყვანეს. მათი ტესტირების პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.

პარტიის ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, ვიდრე ქალს ვირუსი დაუდასტურდებოდა, ის რამდენიმე დღე სამსახურში არ გამოცხადებულა. მათივე ცნობით, კონტაქტები, რომელთანაც ინფიცირებულს შეხება ჰქონდა, საკმაოდ მცირეა. მასთან კონტაქტში მყოფ პირებს უკვე ჩაუტარდათ კორონავირუსზე ტესტი და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, მათი მონაცემები ეტაპობრივად გადამოწმდება ლაბორატორიაში.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოფისის თანამშრომლებს შორის ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

დღის ამბები