19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ყოველდღიურად ინფიცირების 250 000 შემთხვევა მსოფლიოში - ევროპული ქვეყნების ნაწილი საერთაშორისო ტურისტულ ფრენებს აუქმებს

25 მილიონ ნახევარი ინფიცირებული მსოფლიოში და ყოველდღიურად ინფიცირების 250 000 შემთხვევა. ევროპის ნაწილმა რეგულაციების ხელმეორედ დაწესება დააანონსა.

საფრანგეთში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, რიგი ევროპული ქვეყნები კი საერთაშორისო ტურისტულ ფრენებს აუქმებენ. პოლონეთმა, უნგრეთმა და უკრაინამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები უკვე ჩაკეტა.

4 ივნისის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 1,715 შემთხვევა გამოვლინდა და 1 გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ბოსტონში გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, ქალაქის ყოველი მცხოვრები, რომლის ასაკი 30 წელს არ აღემატება, ვალდებულია ვაქცინა გაიკეთოს.

პანდემიის წითელ ზონად სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა რჩება, 25 მილიონი ინფიცირებულიდან 14 მილიონი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვლინდა.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები