19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის დედა პატრიარქს შეხვდა

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს დღეს დაკრძალავენ. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით საკუთარ ეზოში დაასრულა.

მას წესი სოფლის მოძღვარმა დღეს აუგო. სასულიერო პირების თქმით, დედის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მოხდა გამონაკლისის დაშვება.

მათი თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

შეგახსენებთ, დაკრძალვა რამდენიმე დღით დედის ჩამოსვლამდე გადაიდო. საბერძნეთში მყოფი ქალი სამშობლოში საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამაა დაკავებული.  ის ბრალს არ აღიარებს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები