სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 38 პირი კარანტინშია გადაყვანილი.
სუსში ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში "კურიერს" განუცხადეს, რომ ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, პასუხები უარყოფითია.
დღეს სულ კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.