19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების ზრდა და ინფექციის ახალი კერები - როგორია ეპიდსიტუაცია საქართველოში

საქართველოში დღეს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ახალი კერა ბათუმშია. დახურულია ცნობილი საკონდიტრო "დონა". კურიერის ინფორმაციით, იქ ინფიცირებულია 9 ადამიანი, რის გამოც 30 თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება.

ამის გარდა დღეს COVID-19 დაუდასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელსაც, შედეგად 38 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, სადაც კორონავირუსი 4 თანამშრომელს გამოუვლინდა, ადგილზე ათეულობით დასაქმებულის მონაცემების გადამოწმება მოხდა და არცერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში გაიგზავნა პარტიის ხელმძღვანელების მონაცემებიც და პასუხები უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 1,510-ია, გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 83%-ია. ამ მონაცემების ფონზე, იქნება თუ არა საჭირო ზომების გამკაცრება და დამატებითი რეგულაციების ამოქმედება - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მერყევი სტატისტიკური მონაცემები საგანგაშო არ არის და ეპიდსიტუაცია ჯერ სტაბილურია.

დღის ამბები