07 სექტემბერი 2026,   17:40
ვრცლად
მაღალი ლეტალობა ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში შრომის ინსპექციის ჩართულობით უნდა აღმოიფხვრას - EMC

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ჭიათურაში, შუქრუთში მდებარე მაღაროში 46 წლის მაღაროელის გარდაცვალებას ეხმაურება და სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის სოციალური პროგრამის დირექტორის, კოტე ერისთავის განცხადებით, ჭიათურასა და ტყიბულში ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა. მისივე თქმით, ინსპექციას შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლისა და მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს, რაც კიდევ უფრო დაუცველს ხდის დასაქმებულებს. 

"მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექცია მანდატის გაზრდის თვალსაზრისით, ადამიანური და მატერიალური რესურსების კუთხით გაძლიერდეს, იმისთვის, რომ შეძლოს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დაცვა. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია მძიმე ინდუსტრიებში - ტყიბულსა და ჭიათურაში. ამ ადგილებში არაერთი შემთხვევა ვიცით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების, ამიტომ, შრომის ინსპექციის, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა,"- განაცხადა კოტე ერისთავმა. 

დღის ამბები