ბათუმში საკონდიტრო მაღაზია "დონას" 80-ზე მეტი თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ უკვე ჩაუტარდათ PCR ტესტირება და პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
გუშინ COVID-19 საკონდიტრო "დონას" კონსულტანტს დაუდასტურდა რის გამოც მაღაზია დაიკეტა და ეპიდკვლევა დაიწყო. კორონავირუსით დაინფიცირდა მაღაზიის მეპატრონეც.
იმ პირებს რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკონდიტრო მაღაზია "დონა"-ში იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტის ჩატარებას მოუწოდებს.