07 სექტემბერი 2026,   17:40
ვრცლად
დღეს ონში ქართველი შინდლერის სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გაიხსნება

დღეს "ისრაელის სახლისა" და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ონში, კულტურის სახლის ეზოში ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მსოფლიო ცენტრის მიერ მართალად აღიარებული სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნება.

ღონისძიება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდება და მას მხარს უჭერს ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია AEPJ.

მონუმენტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები და ისრაელელი სტუმრები.

დღის ამბები