მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკა სულ უფრო მზარდია, სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიხედება. საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში პროცესი 15 სექტემბრიდან რეგულაციების უმკაცრესი დაცვით განახმდება.
ამასთან, მკაცრდება წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. წესები ძირითადად იგივეა: დისტანცია, პირბადე, პირადი ჰიგიენა, თუმცა ყველგან შეიმჩნევა საზოგადოების მოდუნება.
ბევრ ადგილას პანდემიის წესების იგნორირება ხდება, არადა, დიდი ხანია, საუბარია, რომ აცივებასთან ერთად ახალი ტალღის საშიშროება დადგება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წინ აცხადებდა, რომ მეორე ტალღა ბევრად ძლიერი და დამაზიანებელი იქნება.