19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია - ინფორმაციას ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ავრცელებს.

მიხეილ რამიშვილის განმარტებით, დოკუმენტი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და დეტალებზე შეფასებას მისი გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.

უფლებადამცველმა ასევე განაცხადა, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის დედა უარს აცხადებს უპასუხოს პროკურატურის კითხვებს და ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს.

"მოვიდა საბოლოო დასკვნა, მედიკამენტების რაოდენობას შეეხება, ასევე იქნება დნმ-ის საბოლოო პასუხი. ამ დასკვნებს გავეცნობით და შემდეგ შევაჯამებთ.

"აქციაზე გაჟღერებული განცხადებების შემდეგ, მუქარით სავსე კომენტარებია. პირდაპირ მეორე შვილთან მიმართებაში მუქარებია. შესაბამისად, სტრესული მდგომარეობა გაათმაგებული აქვთ მშობლებს. დედამ გადაწყვიტა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცეს ყველა კითხვას პასუხი," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები