19 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 279 შეადგენს.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები