19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"დონას" ინფიცირებული თანამშრომლების 600 კონტაქტიდან COVID-19 მხოლოდ 1-ს დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან ქ. ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერს მხოლოდ 1 ინფიცირებული პაციენტი მიეკუთვნება.

მისივე განცხადებით, ტესტირება საკონდიტროს ინფიცირებული თანამშრომლების 600 კონტაქტს ჩაუტარდა.

მანვე აღნიშნა, რომ გუშინ სასტუმრო ჩაქვის ოაზისში ტესტირებისთვის 806 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, ხოლო ბათუმის ბულვარში არსებულ კარვებსა და ქალაქის პოლიკლინიკებში - 1762, რომელთა კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. 

 

 

დღის ამბები