19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
შრომის ინსპექციამ და სეს-მა ბათუმში ღამის კლუბების შეამოწმეს - 4 ობიექტი დაჯარიმდა და დროებით საქმიანობის უფლება შეუჩერდა

შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. ბათუმში ღამის კლუბების შემოწმება განხორციელდა. შემოწმების შედეგად  დადგინდა , რომ მოთხოვნებს  ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა - შპს რივიერა ბიჩ.

ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს:
შპს სამაია (კლუბი კონტე)
შპს ვიპ კანუპოსი (UP2U)
შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო)
შპს სექტორი (სექტორი 26)

შრომის ინსპექციის მიერ, დარღვევების დაფიქსირების გამო ოთხ ობიექტს დროებით შეუჩერდება საქმიანობის უფლება და თითოეული დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით.

დღის ამბები