ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი - "გვირაბი" ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა.
ფილმი "გვირაბის" გადაღებები 6 წლის განმავლობაში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში მიმდინარეობდა და მოქმედება "მოლითის" სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდება.
"გვირაბის" მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს შედგა. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.