გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს ამ წუთებში გლდანის ციხეში ბრალი უზუსტდებათ. საქმეში ახალი მუხლები ჩნდება, რომელიც გულისხმობს განზრახ მსუბუქ დაზიანებას, ცრუ ჩვენებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას დანაშაულის დაფარვის მიზნით წინასწარი შეცნობით.
ადვოკატების ნაწილმა გლდანის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს. ირაკლი წაქაძეს, საბა ჩხარტიშვილთან და საბა გოგშელიძესთან ერთად გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. საუბარია აგარაკის ინციდენტზე, ე,წ კიბის ეპიზოდზე, რა დროსაც დაზიანება მიიღეს არასრულწლოვანმა ნ.ხ-მ და ვახტანგ ჩიქოვანმა. თუმცა არც ნ.ხ და არც ჩიქოვანი თავის ჩვენებებში არ აკონკრეტებენ რომელმა პირებმა მიაყენეს დაზიანება. სამივე პირი, რომელთაც ბრალი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაუზუსტდათ, საბურთალოელები არიან და მხოლოდ პირველ ინციდენტში ღებულობდნენ მონაწილეობას.
"ძალიან ბევრი ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ აქ უშუალოდ დაზარალებულების ექსპერტიზაზეა საუბარი- ნ.ხ-ს და ვახტან ჩიქოვანის და ამის საფუძველზე ხდება ბრალის დაზუსტება. ჩვენთვის ამ მომენტისთვის არაა ცნობილი დაამძიმებენ, თუ დატოვებენ ამ მუხლს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ საბა გოგშელიძეს ბრალი წაყენებული აქვს 126-ე მუხლის პრიმა-პირველი ნაწილით," - აცხადებს საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი.
ირაკლი წაქაძის ადვოკატი, მოწმეების ჩვენებას აბსურდულს და არასანდოს უწოდებს:
"საბურთალოს მხარეს წარმოადგენს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ისეთი მოწმეებია, რომელიც არის აბსურდი საერთოდ. თუნდაც ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ბროლაძე, ღიბრაძე, რომელიც არცერთ კონტექსტში არ ჯდება საბურთალოელებთან მიმართებაში. პროკურატურის და გამოძიების მტკიცებულებით, აზუსტებენ და ამათი ჩვენებებით ვამყარებთო და მათი ჩვენებები სხვა რამეს მოწმობს," - განაცხადა ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.
გლდანის ციხეში იმყოფება არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც. მათი ინფორმაციით, მოხდება ბრალის დაზუსტება "ტოიოტა ქამრის" მგზავრებთან მიმართებაშიც. საქმე ეხება გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ბრალი დაზუსტდება შემდეგი სახით: დანაშაულის დაფარვის მიზნით წინასწარი შეცნობით თავისუფლების აღკვეთა. კურიერის ინფორმაციით "მერსედესის" მგზავრებსაც დაუზუსტდებათ ბრალი, საუბარია ირაკლი მუმლაძესა და თენგო ბარბაქაძეზე, სავარაუდოდ მათთან მიმართებაში დაემატება კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.
"არჩილ გაგნიძის ბრალდების ფორმულირებას დააზუსტებენ. ინფორმაცია გვაქვს, რომ გარკვეულ პირებს არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგენენ ბრალს," - აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
"კურიერის" ინფორმაციით, ბრალის დაზუსტება ჯერჯერობით ეხება მხოლოდ სრულწლოვან პირებს.
შეგახსენებთ 18-19 ივნისს ნარეკვავის დასახლებაში მდებარე აგარაკზე დაბადების დღეზე შეკრებილ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, ინციდენტის შემდეგ დასახმარებლად თბილისიდან მეგობრების ჯგუფი გამოიძახა, რომლებიც ნარეკვავში წასვლისას გზად გადააწყდნენ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წვეუყლებაზე, თუმცა კონკრეტულ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის კვალი გაუჩინარდა და მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული.
შეგახსენებთ 18-19 ივნისს ნარეკვავის დასახლებაში მდებარე აგარაკზე დაბადების დღეზე შეკრებილ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, ინციდენტის შემდეგ დასახმარებლად თბილისიდან მეგობრების ჯგუფი გამოიძახა, რომლებიც ნარეკვავში წასვლისას გზად გადააწყდნენ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წვეულებაზე, თუმცა კონკრეტულ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის კვალი გაუჩინარდა და მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული.