პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა პროფესიული ტესტირება დღეს, დილის 9 საათზე საქართველოს 59 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
განათლების სამინისტროს განცხადებით, 59-ვე ცენტრში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და აპლიკანტებს საშუალება აქვთ კომფორტულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.
"დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული ტესტირება დაიწყო. პროცესი დღეს და ხვალ გაგრძელდება. აპლიკანტებს საგამოცდო ოთახებში შესვლამდე ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი და ცენტრში შესვლის შემდეგ დისტანციურად განაწილდნენ,"- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.