19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
უნივერსიტეტებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში, თუმცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული წესების დაცვით დაიწყება

უნივერსიტეტებში სწავლა ჩვეულ გარემოში დაიწყება, მაგრამ სავალდებულო იქნება კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული წესების დაცვა.

განათლების მინისტრმა ამ საკითხზე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა.

დისტანციური სწავლების ფორმატი იმ სტუდენტებზეც გავრცელდება, რომლებიც იზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან.

დღის ამბები