19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ლაითურიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 63 წლის ქალი, ამ წუთებში, ბათუმში გადაჰყავთ

ოზურგეთში, დაბა ლაითურიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 63 წლის ქალი, ამ წუთებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

თვითიზოლაციაში გადადის მისი სამწევრიანი ოჯახიც. როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ქალის კონტაქტები საკმაოდ ფართოა, უკვე გამოვლენილია 30 კონტაქტი, რომელთაც ტესტი უკვე გაუკეთდათ და პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.

ლაითურში ეპიდემიოლოგიური კვლევა ამჟამადაც მიმდინარეობს, რათა კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი პირები გამოვლინდნენ.

შეგსხსენებთ, რომ 63 წლის ქალს კონტაქტი 23 წლის ჩოხატაურელ ქალთან ჰქონდა, რომელიც ე. წ. "დონას" კლასტერს წარმოადგენს.

ეს გურიის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების მეოთხე შემთხვევაა. პირველი ფაქტი 4 სექტემბერს, ჩოხატაურში დაფიქსირდა.

დღის ამბები