გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერი არის ერთგვარი ლუსტრაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ პირებმა მკვლელობა ნამდვილად ჩაიდინეს.
ვიოდეოჩანაწერში რევაზიშვილი ახსენებს ჩიტიძეს და ამბობს, რომ მის ოჯახის წევრებს დაემუქრებიან.
"მცირეწლოვან ბავშვზე და ქალზეა საუბარი, რომ იმათ ანგარიში გაუსწორონ და გავლენა იქონიონ. ეს პოტენცია ყველამ დაინახა, რომ ესენი არიან მკვლელები. რევაზიშვილის შიშიც ჩანდა, იქ რომ ჩანთაზე არ ამოსულიყო დნმ-ი. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი ლუსტრაცია,"-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ კობა ჩიტიძე არის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე, მან ჩვენება მისცა რევაზიშვილის წინააღმდეგ და აღწერდა დეტალურად 18 ივნისის ღამე რაც მისივე მტკიცებით თავად რევაზიშვილმა უამბო.
ვიდეოჩანაწერებში კი რომელიც ტვ "პირველმა" გაასაჯაროვა, სწორედ ჩიტიძეზეა საუბარი, სადაც რევაზიშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს გაუსწორდებიან.