ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს. ისინი კლინიკაში მყოფი ტრაილერის მძღოლის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი არიან.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები კარანტინიდან გადაიყვანეს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და კვლევები უტარდებათ.