22 დეკემბერი 2024,   20:07
ვრცლად
რასაკვირველია დააკავებენ - გია ვოლსკი სააკაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა აცხადებს, რომ როგორც კი ჩამოვა, მას დააკავებენ. 

"მე ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ამ ერთიანობასთან დაკავშირებით, ამ არეულ, აფორიაქებულ ფაცი-ფუცთან. ვხედავ, რომ ადამიანი, რომელმაც ზუსტად 10-ჯერ გამოაცხადა, რომ ჩამოდის საქართველოში ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვით და ხან ხმელეთით, კიდევ ერთხელ ცდის ბედს და საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს მისი სადისტური მმართველობა. რომელ ეკონომიკურ აღორძინებაზეა საუბარი, ან ახლა რა კრიზისზეა საუბარი, გარდა იმისა, რაც მთელს მსოფლიოში ხდება. ძლივს სამუშაო ადგილები შეიქმნა და ბიზნესმა აღორძინება დაიწყო, ძლივს სოფელმა სული მოითქვა.

რასაკვირველია, დააკავებენ. იმდენად თვალსაჩინოა ის ბრალდებები და იმ ბრალდებების საფუძველი, რომ სადავოც არაფერია. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილმა მოაწყო ის, რაც გირგვლიანის თემას შეეხება. ზუსტად ვიცით, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, პრაქტიკულად, მოკლეს, შემთხვევით გადარჩა. უამრავი ხალხია ვინც ამას ხედავდა წლების განმავლობაში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის შეფასებით, ქვეყანა სტაბილურობის გზას დაადგა, ოპოზიციის ნაწილის და სააკაშვილის მიზანი კი, სწორედ დესტრუქციის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. 

"დედა აგინეს საქართველოს და ქართველებს ადამიანებმა, რომლებიც ცდილობენ, რომ ისევ დაითრიონ მმართველობის რგოლი ხელში და იმედი აქვთ, რომ საზოგადოება ამას მხარს დაუჭერს.

როგორც იქნა, სახელმწიფო სტაბილურობის გზაზე დადგა და სააკაშვილი პირდაპირ ამ სტაბილურობას ურტყამს, არავითარი პერსპექტივა მას გამარჯვების არ გააჩნია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები