19 ნოემბერი 2026,   22:03
ვრცლად
სპეკულაცია ტრაგედიით - პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში მმართველი გუნდი ოპოზიციას, ენჯეოებსა და მათ მხარდამჭერ აქტივისტებს ადანაშაულებს

ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში მმართველი გუნდი იმ ოპოზიციას, ენჯეოებსა და მათ მხარდამჭერ აქტივისტებს ადანაშაულებს, რომლებმაც ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში მორიგი მანიპულაციური კამპანია დაიწყეს. ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ გაზის გაჟონვას უკავშირდება, ხელისუფლების ოპონენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა არაერთი ფეისბუქსტატუსი გამოაქვეყნეს.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა წევრმა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია ოპოზიციის აქციის დასაანონსებლად გამოიყენა. ხელისუფლების კრიტიკის შანსი ხელიდან არც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" წევრებმა გაუშვეს.

უბედურ შემთხვევაზე პოლიტიკური სტატუსები დაწერეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა და ენჯეოსექტორის წარმომადგენლებმა. მაგალითად, თამთა მიქელაძემ სერბეთში ორი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ამსახველი მასალა გააზიარა, რომელიც ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას ასახავს.

ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური გზით ხალხზე ზემოქმედება და ტრაგედიებით პოლიტიკური ქულების დაწერა მმართველ გუნდს არ უკვირს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათი ოპონენტები ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. "ქართული ოცნების" განცხადებით, რესურს გამოცლილი ოპოზიცია ამ გზით ხალხში საპროტესტო მუხტის აწევას ცდილობს.

მანიპულაციურ კამპანიაში ჩართულ ოპონენტებს, აქტივისტებსა და ენჯეოებს სახელისუფლებო პარტიიდან დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ სხვისი ტრაგედიის გამოყენებით საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევენ.

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ და მიმდინარე სამაშველო ოპერაციის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ორი წლის წინ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მომხდარი ტრაგედიის ამსახველ ვიდეორგოლს ავრცელებს.

ავტორი:ნანა გოგატაძე.

დღის ამბები